კახეთში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. ექიმ ზურა ხაჩიშვილის მკვლელობას ნაფიცი მსაჯულები შეისწავლიან, თუმცა, მანამდე საქმის მოსამართლე იცვლება.
მამუკა წიკლაურის აცილება გარდაცვლილის ოჯახმა მოითხოვა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მოსამართლე და ბრალდებული, ყოფილი სამართალდამცველი ზანდარაშვილი, მეზობლები არიან, რაც ინტერესთა კონფლიქტია. ფაქტი დღეს მოსამართლემ და ზანდარაშვილმაც სხდომათა დარბაზშიც დაადასტურეს.
ვანო ზანდარაშვილს გამოძიება თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის განზრახ მკვლელობას ედავება. შემთხვევა 25 დეკემბერს მოხდა. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი წინასწარ პატიმრობაშია.