01 სექტემბერი 2026,   16:51
ვრცლად
რეკორდული მაჩვენებელი - თურქეთში COVID-19-ს ერთ დღეში 297 ადამიანი ემსხვერპლა

კოვიდინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად მატულობს თურქეთში. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 297 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე დღიური რეკორდული მაჩვენებელია.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა, 100 ათასს გადააჭარბა საფრანგეთში. ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაჩერებლად გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყნის ადგილობრივ ხელისუფლებებს შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ცნობილია, რომ ანგელა მერკელი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრას გეგმავს.

მომდევნო კვირიდან რეგულაციების შემსუბუქების მესამე ეტაპზე გადადის პორტუგალია, თუმცა მკაცრი შეზღუდვები შენარჩუნდება იმ რეგიონებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. 4 მაისიდან სავაჭრო ობიექტები და სალონები განაახლებენ მუშაობას ირლანდიაში.

დღის ამბები