01 სექტემბერი 2026,   16:51
ვრცლად
Pfizer-ით ვაქცინაციიდან 6-12 თვეში, სავარაუდოდ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება იქნება საჭირო

Pfizer- ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, ადამიანებს სრულად ვაქცინირებიდან 12 თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, დასჭირდებათ Covid-19 ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა. ალბერტ ბურლამ ეს კომენტარი 1 აპრილს გააკეთა, თუმცა საჯაროდ ხუთშაბათს გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC-ი ავრცელებს.

ალბერტ ბურლას თქმით, შესაძლებელია ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიურად დასჭირდეთ.

"სავარაუდო სცენარი არის ის, რომ იქნება  მესამე დოზის საჭიროება, სადღაც 6-დან 12 თვემდე, შემდეგ  კი მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია, მაგრამ ამ ყველაფერს დადასტურება სჭირდება,"- განაცხადა ბურლამ.

Pfizer- მა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი Covid-19 ვაქცინა 91% -ით ეფექტურია კორონავირუსისგან დაცვაში და 95% -ზე მეტად ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმებთან მიმართებით, მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. Moderna - ს ვაქცინამ, რომელიც  Pfizer- ის მსგავს ტექნოლოგიას იყენებს, ასევე აჩვენა, რომ ძალზე ეფექტურია ექვსი თვის განმავლობაში.

Pfizer- ის ეს მოსაზრება 12 000-ზე მეტი ვაქცინირებული მონაწილის მონაცემებს დაეყრდნო. მიუხედავად ამისა,  მკვლევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია მეტი მონაცემები  იმის დასადგენად, გრძელდება თუ არა დაცვა ექვსი თვის შემდეგ.

დღის ამბები