27 აპრილიდან ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება. ეპიდრისკების გათვალისწინებით ექსპერტები მხარს უჭერენ იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში Sinopharm-ის გამოყენება დროულად დაიწყოს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი, ვაქცინაციის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისში მოხდება.
"საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში Sinopharm-ითვაქცინაციის დანერგვას. რეგისტრაციის პროცესი Sinopharm-ის ვაქცინაზე 27 აპრილისთვის.
შესაძლოა მივიღოთ დაგაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მეტად მიენიჭოს უპირატესობა განსხვავებით AstraZeneca-სგან, რომელსაც ვიყენებთ 55 წელს ზემოთ,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.