19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
საქართველო განგაშის სიგნალის ანთების ზღვართან - სასტუმროები კვლავ კოვიდსასტუმროებად გადაკეთდება

ჯანდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია უკვე გამოაცხადა. ყველა ის კლინიკა, რომელიც მეორე ტალღის დროს აქტიურად იყო ჩართული ვირუსის მართვაში, მიმდინარე კვირიდან ეტაპობრივად ინფიცირებული პაციენტების მიღებას და მკურნალობას ისევ დაიწყებს.

პარალელურად, სასტუმროები კვლავ კოვიდსასტუმროების სტატუსს დაიბრუნებენ. 

სპეციალისტები ინფიცირებულთა ზრდას ელოდებიან - მათი თქმით, საქართველო განგაშის სიგნალის ანთების ზღვართან ახლოს დგას, რასაც შემდგომ რეგულაციების გამკაცრება მოჰყვება. 

იანვრის შემდეგ პირველად, დადებითობის მაჩვენებელი ერთ დღეში, დაახლოებით, 2 % -ით გაიზარდა. ინდიკატორი, რომლიც ერთ დღეში ჩატარებული ტესტირების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას განსაზღვრავს, უკვე 6 %-მდეა. საქართველოსთვის ზღვარი და საგანგაშო იქნება მდგომარეობა, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის ინდექსი 4 %-ს გადასცდება.

დღის ამბები