19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ქვეყანაში უფრო მეტი წილი ბრიტანულ შტამს უკავია - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი უკვე მასიურად არის გავრცელებული და გაცილებით მეტი შემთხვევებია დაფიქსირებული.

"წინა კვირების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულად ვადგენდით თუ რა რაოდენობის ბრიტანული შტამის მატარებელი გვყავდა ქვეყანაში, თუმცა, როგორც ბატონმა ამირანმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის, აღარ არის ჩათვლილი საჭიროდ ჩვენ იდენტიფიცირება გავაკეთოთ არის თუ არა ეს ბრიტანული შტამი, ვინაიდან ინფექციონისტების და ეპიდემიოლოგების დასკვნით, ქვეყანაში უკვე მასიურად არის გავრცელებული და გაცილებით უფრო მეტი წილი უკავია ბრიტანულ შტამს, ვიდრე ეს იყო მეორე ტალღის დროს არსებული ინფექციის შტამი," - განაცხადა "დღის კურიერში" ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები