ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო შეისყიდის მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარებულ ტესტებს, რომელიც კორეული წარმოების არის. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"სწრაფი ტესტების ხარისხი და მათი სანდოობა, ევროპაში ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზი გახდა, ამას გერმანელი სპეციალისტებიც კი ამბობდნენ. რადგნ არ იქნა სათანადო ყურდღება მიქცეული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარისხსს შეესაბამებოდა სწრაფი ტესტი.
ამ კუთხით, საქართველოს აქვს ძალიან მკაცრი ხედვა და ჩვენ შევისყიდით მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარებულ ტესტებს, რომელიც კორეული წარმოების არის. ბაზარზე არიან დაინტერესებული პირები, რომ უხარისხო ტესტები შემოიტანონ. ამაზე კი წინააღმდეგობა ჯანდაცვის სამინისტროს უწევს. ჩვენ მოსახლეობას ყველაზე მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტით ვტესტავთ, რაც იმის საიმედობას გვაძლებს, რომ კონტროლი იქნება მაქსიმალური,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.