ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, ახლა მსოფლიოში კორონავირუსის ინდური შტამი ცირკულირებს, რომელშიც 2 მუტაციაა - სწრაფად ვრცელდება, როგორც ბრიტანული შტამი და მას, როგორც სამხრეთ აფრიკულ შტამს, ვარაუდობენ, რომ შეუძლია გვერდი აუაროს უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.
ამის შესახებ ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ახლა, მსოფლიოში ძალიან შეშფოთებულები არიან არამარტო ბრაზილიური, არამედ ინდური შტამითაც. საქართველოში ინდოეთიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩამოდის სასწავლებლად, ამიტომ, საქართველომ ძალიან დიდი ყურდღება უნდა მიაქციოს ამ ახალგაზრდებს. ეს ახალი ინდური შტამია, რომელშიც 2 მუტაციაა. სწრაფად ვრცელდება, როგორც ბრიტანული შტამი და მას როგორც სამხრეთ აფრიკულ შტამს, ვარაუდობენ, რომ შეუძლია გვერდი აუაროს უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს,"- განაცხადა ზაზა წერეთელმა.