05 სექტემბერი 2026,   03:40
ვრცლად
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავს გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობს. 

ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები