19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
50-მდე სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, მიმდინარეობს მოკვლევა - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია. მისივე თქმით, ასეთი კლინიკები საკმაოდ ბევრია. 

ამის შესახებ მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, ამასთან დაკავშირებით კი საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მუშაობა. შესაბამისად, ისინი ამ მოკვლევებს გააგრძელებენ. მე ამ კლინიკების შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა გასაჯაროება ამ ეტაპზე ალბათ სწორი არ იქნება. მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, 50 მაინც იქნება თბილისსა და სხვა ქალაქებში, თუმცა სიჭარბით თბილისში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები