19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
სასამართლომ ვახო სანაიაზე თავდამსხმელი სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ, ვახო სანაიაზე თავდამსხმელი სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

საქმეზე მომდევნო სხდომა მაისში გაიმართება. 

დღეს საქალაქო სასამართლოში, ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ.

​სასამართლოში მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი, რომელიც ვახო სანაიას წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.

დაზარალებული ჟურნალისტი ვახო სანაია კი, გოგა ხაინდრავასა და გია გაჩეჩილაძე, ხელისუფლებისგან დაქირავებულებს უწოდებს.

დღის ამბები