ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მდინარე ალაზანში კაცი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, 56 წლის კაცი საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ცხენით მდინარეში გასვლა სცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
ამ დროისთვის მხოლოდ მისი ცხენია ნაპოვნი.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი მოსახლეობა.