19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა "სინოვაკი" საქართველოშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა - "სინოვაკი" საქართველოშია - ფოტოებს "ტვიტერზე" საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აქვეყნებს. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩინეთსა და უნგრეთს მადლობას უხდის. 

"დიდი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს იმისთვის, რომ უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი თანამშრომლობის მაგალითი ქვეყნებს შორის გამანადგურებელი მტრის, COVID-19-ის წინააღმდეგ," - წერს საკუთარ Twitter-ზე დავით ზალკალიანი.

დღის ამბები