01 სექტემბერი 2026,   17:26
ვრცლად
151 მილიონს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში - როკორდულად მატულობს მონაცემები ინდოეთში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 151 მილიონს აჭარბებს. როკორდულად მატულობს მონაცემები ინდოეთში, სადაც გასულ დღე-ღამეში ვირუსი 20 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 3 500 კოვიდ პაციენტი.

ე.წ. ინდური შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა რუმინეთში. ბრაზილია კი შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა.

ევროკავშირის მასშტაბით კოვიდ-სერტიფიკატების შექმნაზე შეთანხმდნენ ევროპელი კანონმდებლები.

იტალიის მთავრობამ ევროპის ქვეყნებიდან შესულ მგზავრებზე დაწესებული შეზღუდვების 15 დღით გახანგრძლივება დააანონსა.

19 მაისიდან კომენდანტის საათის ხანგრძლივობა შემცირდება საფრანგეთში, სრულად კი 30 ივნისს მოიხსნება.

დღის ამბები