ონკოლოგი, ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ ჩინეთის ხელისუფლება "სინოფარმისა" და სინოვაკის" ვაქცინების შერევას გეგმავს, რათა მათი ეფექტურობა უფრო გაიზარდოს.
ამის შესახებ ექიმმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ამ დროისთვის საქართველოში ჩინეთიდან შემოსული უკვე 2 ვაქცინაა, ეს არის "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინა. პირველ მათგანს ეფექტურობის თვალსაზრისით ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამ დროისთვის ჩინეთი გეგმავს, რომ გამოყენებული იყოს ახალი ტაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ ეს ორი ვაქცინა ერთმანეთში შერეული იყოს და ასე მიეწოდოს საზოგადოებას. ეს იმისათვის, რომ მათი ეფექტურობა გაიზარდოს," - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.