20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
რა ზიანი მიაყენა სტიქიამ კახეთს - ზარალის ზუსტი ოდენობა რეგიონებში ცნობილი დღეს გახდება

რა ზიანი მიაყენა სტიქიამ კახეთს - ზუსტი მონაცემები სეტყვისგან დაზარალებულ რეგიონში დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია უკვე მეოთხე დღეა მუშაობს. ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ კაბალში დამატებით ცენტრალური მაგისტრალიც დააზიანა.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა კაჭრეთში. საერთო ჯამში, განადგურებულია 350 ჰექტრამდე ფართობი, სადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები იყო მოყვანილი.

სავარგულების გარდა, სეტყვამ დააზიანა 200-მდე სახლი - აქედან რამდენიმე ათეულ საცხოვრებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლება ჰპირდება.

დღის ამბები