19 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
ქუთაისში აღდგომის ღამეს ქურდობა მოხდა - კომენდანტის საათის დროს სახლი გაძარცვეს

ქუთაისში აღდგომის ღამეს ქურდობა მოხდა - ჯიბლაძის ქუჩაზე კომენდანტის საათის დროს სახლი გაძარცვეს.

არსებული ინფორმაციით, მძარცველები სახლში იმ დროს შეიპარნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. მათ 500 ლარის, 100 ევროს და ძვირფასი ნივთების წაღება მოახერხეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძოება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

დღის ამბები