საოკუპაციო ხაზთან მომხდარი პროვოკაციის შემდეგ ხურვალეთის მოსახლეობა შიშობს, რომ საფლავზე გასვლის დროს, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნას.
ადგილობრივების ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამოქალაქო პირებმა საოკუპაციო ხაზი გუშინ რამდენჯერმე გადმოკვეთეს. ისინი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ცდილობდნენ სასაფლაოზე შესვლას და ხმაურობდნენ.
სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ადგილზე მისულ პოლიციასაც.