01 სექტემბერი 2026,   11:27
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაა

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წარმოებას არ გეგმავს.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჰორმუზის სრუტეში ვითარებას ვაშინგტონი აკონტროლებს. მისი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალების დახმარებით, სრუტეში ღამით საშუალოდ 30 გემი გადის, მათ შორის - ნავთობის ტანკერებიც, რაც ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

"ნახეთ, ეს ჩამოშლილი სახელმწიფოა. მათ 350%-იანი ინფლაცია აქვთ, ფაქტობრივად, აღარ გააჩნიათ საკუთარი ვალუტა, ჯარისკაცებს ხელფასს ვერ უხდიან, მათი ლიდერების დიდი ნაწილი დაიღუპა, აღარც სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჰყავთ და აღარც - საჰაერო ძალები. სათვალთვალო სისტემები თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მათ ძლიერად არ დავარტყამთ. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ჰორმუზის სრუტეში სიტუაციას შესანიშნავად ვაკონტროლებთ“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები