"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები დღეს ქვემო ჭალაში, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდნენ. თეონა აქუბარდია და სერგო ჩიხლაძე გახელაძის მეუღლეს და მშობლებს გაესაუბრნენ და ოჯახის მოთხოვნები მოისმინეს.
გახელაძეები პრემიერმინისტრთან, ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.
"გვითხრეს, რომ ყველანაირად დაგვეხმარებიან. დააყენებენ საკითხს პარლამენტში კიდევ ერთხელ ჩვენს საქმეზე. ამ ეტაპზე ჯერ მოვითხოვთ შეხვედრებს და შემდეგ უკვე ვაანონსებთ აქციებს," - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.