დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
"პარლამენტის წევრები და მთავრობის წევრები ასაკობრივი სპექტრის მიხედვით აიცრებიან. ვინც 55 წელს ქვემოთ არის "სინოფარმით" აიცრება, ხოლო ვინც 55 წელს ზემოთ არის, აიცრება "ასტრაზენეკათი" ან "სინოფარმით", ჩვენი რეკომენდაციაა, აიცრან 55 წელს ზემოთ პირები "ასტრაზენეკათი" ანუ ორივე ვაქცინა იქნება გამოყენებული,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.