19 ნოემბერი 2026,   13:03
ვრცლად
"ზელენსკის "სტარლინკის" გამოყენება სურს შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის. ამას თუ დავუშვებთ, "სტარლინკი" ომის მხარე გახდება. მე ამის სურვილი არ მაქვს" - ილონ მასკი

ილონ მასკმა ზელენსკი სატელიტური კავშირის შესახებ ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სტარლინკის გამოყენება შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის სურს.

SpaceX-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანია ამაზე უარს ომის დაწყებიდანვე ამბობს. მასკმა The New York Times-ის სამიტზე ომის წინაპირობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრისას აგრესორი რომ რუსეთი იყო, ამაზე არავინ დაობს.

მისივე თქმით, 2014 წელს იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ამერიკის მიერ მოწყობილი გადატრიალება იყო.

"ეს ტყუილია. ზელენსკი ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს. აქ ორი სისტემა ერთმანეთში ერევათ. "სტარშილდს" აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს, "სტარლინკი" კი კომერციული სისტემაა, რომელიც სამოქალაქო მოხმარებისთვის შეიქმნა. ზელენსკის სწორედ "სტარლინკის" გამოყენება სურს შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის. ამას თუ დავუშვებთ, "სტარლინკი" ომის მხარე გახდება. მე ამის სურვილი არ მაქვს. სტარლინკი სამოქალაქო მოხმარებისთვის შევქმენი. ომს რაც შეეხება. მართალია, რომ უკრაინაში შეჭრის თვალსაზრისით რუსეთი აგრესორია. მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ, ამერიკელებმა, სახელმწიფო გადატრიალება მოვაწყვეთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრორუსი პრეზიდენტის დასამხობად. არ მომჩვენებია, რომ ეს შეტევითი მოქმედებაა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა უწყებების დახმარების გარეშე ეს არ მოხდებოდა", - აცხადებს ილონ მასკი.

 

დღის ამბები