19 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება ბათუმში - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია დაჭრის შესახებაც, თუმცა ფაქტს არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აბაშიძის ქუჩაზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. მომხდარის სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"გამოძიება დაწყებული გვაქვს ძალადობის მუხლით, დანარჩენ დეტალებზე პრესსამსახური გააკეთებს შესაბამის განცხადებას," - განაცხადა საგამოძიებო უწყების თანამშრომელმა.

დღის ამბები