19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"წითელი ჯვარი" საქართველოს 100 000 დოზა Sinopharm-ს გადმოსცემს

"წითელი ჯვარი" საქართველოს 100 000 დოზა Sinopharm-ს გადმოსცემს.

ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"ვაქცინაცია COVID-29-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესია. "წითელი ჯვრის" საქართველოს ოფისი, ჩინეთის "წითელი ჯვრის" ოფისისგან მიიღებს "სინოფარმის" 10 000 დოზა ვაქცინას. ეს იქნება საქართველოსადმი ჩვენი კიდევ ერთი მხარდაჭერა," - აცხადებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ოლგა ჯუმაევა.

დღის ამბები