19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
რამ გამოიწვია ალერგიული პაციენტების მატება - არის თუ არა ამის მიზეზი პანდემია? - რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს

ბოლო პერიოდში ალერგიული ჩივილებით მიმართვიანობამ იმატა. როგორც ირკვევა, ამის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის გამო შეცვლილი ცხოვრების წესია. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა ალერგიული რეაქციები, COVID-19-ის სიმპტომებს ემთხვევა, - ეს მოქალაქეებში გაურკვევლობას იწვევს.

რა უნდა გავითვალისწინოთ გაზაფხულის სეზონზე? ამის შესახებ "კურიერმა" აზრი სპეციალისტებს ჰკითხა.

სპეციალისტების თქმით, ალერგიული ადამიანებისთვის ვაქცინაცია რეკომენდებულია, თუ ისინი დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ იქნებიან. რაც შეეხება მწვავე ალერგიული ფონის მქონე პაციენტეტს - მათთვის იმუნოლოგებს განსხვავებული რეკომენდაციები აქვთ.

სეზონური ალერგია ადრეული გაზაფხულიდან, მცენარეების აყვავებასთან ერთად იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ადამიანებს, რომლებსაც ალერგია მცენარის ან ყვავილის მტვერზე აქვთ, სპეციალისტები გაზაფხულის დადგომამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე მკურნალობის დაწყებას ურჩევენ.

დღის ამბები