ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელიც პანდემიის გამო ემიგრაციიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად კოტეჯების მშენებლობა გადაწყვიტა. იდეა ლოკდაუნის პერიოდში რეალობად აქცია, გიგი გეგეშიძე ახლა დამსვენებლებს სოფელ სადგერში ელოდება.
ახალგაზრდამ საკუთარი ხელით, 4 კოტეჯი 43 დღეში, მეგობართან ერთად ააშენა.
ტურისტული სივრცის მოწყობა საკუთარი ძალებით დაიწყო. 4 სახლის ასაშენებლად თვენახევარი დასჭირდა. სურვილი კიდევ უფრო დიდი აქვს, ამავე სივრცეში კიდევ 4 კოტეჯის აშენება აქვს გადაწყვეტილი.
ვიდრე პანდემია დასრულდება, გიგი გეგეშიძე ახალი კოტეჯებისა და დამხმარე ნაგებობების აშენებასაც აპირებს. სადგერში სტუმრებს ივნისიდან ელოდებიან.
ავტორი: თამუნა უროტაძე