გორის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მოვარდნილმა ნიაღვარმა ფერდობი ჩამორეცხა და გზა ჩაკეტა სოფელ ატენში. ნიაღვრები მოდის ხიდისთავშიც.
შემთხვევას მსხვერპლი ან განსაკუთრებული ზიანი არ მოყოლია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო/სამაშველო სამსახურის ბრიგადები. აქ არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ისინი გზის გაწმენდის სამუშაოებისთვის სპეცტექნიკას ელოდებიან.