17 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
არასამთავრობოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. ისინი უარყოფითად აფასებენ მიღებულ ცვლილებებს და აღნიშნავენ, რომ დაწესებული ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა. მათი განცხადებით, დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ განხილვის პროცესს.

"კოდექსის ასეთი ფრაგმენტული ცვლილებები საერთოდ ვერ გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას. საჭირო არის სისტემური გადახედვა კოდექსის და მთლიანად რეფორმა. ეს ცვლილებები არის ძალიან უარყოფითად შეფასებული ჩვენი მხრიდან და მოვითხოვდით, რომ ეს ცვლილებები პარლამენტს არ გაეტარებინა, მაგრამ თვითონ უშუალოდ ის პროცესიც, როგორც ჩატარდა მოსმენები ამ კანონპროექტებზე, იყო ასევე ძალიან პრობლემური, როდესაც დაინტერესებულ პირებს ფაქტობრივად არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომებს და საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ იქ," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ არსებული კოდექსი მაღალ მტკიცებით სტანდარტს არ ითვალისწინებს, არ აღჭურავს ადამიანებს საკმარისი პროცესუალური გარანტიებით, მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საპოლიციო თვითნებობასა და ადმინისტრაციული სანქციების უსამართლოდ გამოყენებას.

დღის ამბები