"კურიერის" ექსკლუზივი - სოფელ დიღომში სროლა იყო. მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია კონფლიქტის 4 მონაწილე. სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ უკვე ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაციები.
"კურიერის" ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, სოფელ დიღმელებს შორის დაწყებული კონფლიქტის მოგვარება საბურთალოელებმა სცადეს, რასაც გარჩევა და მოგვიანებით სროლაც მოჰყვა.
საქმეში გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა, ფიგურირებს დანაც. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.