ძლიერმა ყინვამ სამცხე-ჯავახეთში ნათესები გაანადგურა. რეგიონში ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. საუბარია მაღალ მთაზე, სადაც -6 გრადუსი იყო. ადგილობრივები მნიშვნელოვან ზარალზე საუბრობენ. განსაკუთრებით რთულია ვითარება ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში.