"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, პარტია პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბების საკითხზე მუშაობს.
"სტრატეგია აღმაშენებელი" მუშაობს ფრაქციასთან დაკავშირებულ საკითხზე. იცით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე იგეგმება კონსტიტუციაში ცვლილებები, შესაბამისად, ჩვენ ყველა შესაძლო გზას განვიხილავთ.
გიორგი ვაშაძე არ იმყოფება საქართველოში. ის არის მივლინებით საზღვარგარეთ. როგორც კი დაბრუნდება ქვეყანაში, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს მომავალში ხელისუფლება ფრაქციების შექმნის მექანიზმს გაამარტივებს. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა 4 დეპუტატით.