29 სექტემბერი 2026,   01:21
ვრცლად
წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება

წყნეთში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება. მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევდა, რაც გადაადგილებისას გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე  ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, რის შემდეგაც ვაკის რაიონის გამგეობამ გზის საფარის მოწესრიგება დაახლოებით 3 000 კვ.მ ფართობზე დაიწყო.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარამდე გამოიყო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დღის ამბები