დაპირისპირება დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ საღამოს დაიწყო. ჩხუბის ამსახველი კადრები ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
კადრებში კარგად ჩანს, ჯოხებითა და ბეისბოლის კეტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. დაპირისპირებისას რამდენიმე მოქალაქე დაშავდა – დაზიანდა მაღაზია და რამდენიმე ავტომობილი.