დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე დაპირისპირება გრძელდება. მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების კარები და ავტომობილები დააზიანეს. მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეთა შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. "კურიერის"ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი.
ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
შეგახსენებთ, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდებოდა, რა დროსაც დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო.
ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.