ზუგდიდის მერი თანამდებობიდან გადადგა - აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ თანამდებობა შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
გიორგი შენგელიას განცხადებით, ამ ეტაპზე არცცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს.
"ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანური ურთიერთობები, ეს იქნებოდა პოლიტიკაში, პირად ცხოვრებაში, სამეგობროში თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით.
ასე რომ, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან და ამ ეტაპზე არ განვიხილავ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას.
არც ერთი მხარის დაკავება ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" გუნდში და ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა, ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად არის მიუღებელი," - განაცხადა გიორგი შენგელიამ.