17 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
სამართალდამცველები ერთის მხრივ ითვალისწინებენ იმას, რომ იყოს სიმშვიდე და მეორეს მხრივ არ უნდათ დაპირისპირებაში შევიდნენ მოსახლეობასთან - გურამ მაჭარაშვილი დმანისის დაპირისპირებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი დმანისის მცხოვრებლებს მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნონ.

მაჭარაშვილი მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, ხელი შეუწყონ სიტუაციის დამშვიდებას.

"არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ მოძმე აზერბაიჯანელებთან ერთად თანაცხოვრება უკვე მოიცავს მრავალ წელიწადს, აქედან გამომდინარე არავის არ უნდა მივცეთ საშუალება და მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება გარკვეული ტიპის პირები არსებობდეს, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოხდეს გარკვეული ტიპის დაპირისპირება ეთიკურად აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის. შესაძლებელია ისიც, რომ ყოფითი კონფლიქტი რაც იყო, ამის შემდეგ აგორდა სიტუაცია. სწორედ ამიტომ მინდა მივმართო დმანისის საზოგადოებას, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ და ყველა პოლიციელი უზრუნველყოფს იმას, რომ სიშვიდე შენარჩუნდეს დმანისსა და ზოგადად, საქართველოში.

მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო მედიასაც და საზოგადოებასაც, ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ დმანისში სიტუაცია დამშვიდდეს და არ უნდა დავიწყოთ იმ მიზეზების ძიება, რომელი მიზეზების გამოც ეს მასშტაბები მიიღო ამ პროცესმა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება დაადგენს, რა მოხდა და ვის ჰქონდა სურვილი კონფლიქტი მასშტაბებში გაზრდილიყო.

ამასთან, მისი თქმით, "სამართალდამცველები ერთის მხრივ ითვალისწინებენ იმას, რომ იყოს სიმშვიდე და მეორეს მხრივ არ უნდათ დაპირისპირებაში შევიდნენ მოსახლეობასთან". 

დღის ამბები