წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი გამოკითხვაზე პოლიციაში მივიდა. დავით ბენიძე წყალტუბოს რაიონულ განყოფილებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო ორგანოში მისვლა თავად გადაწყვიტა. მას სურს ყველა კითხვას უპასუხოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული სხვისი მხრიდან მიყენებულ დაზიანებებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ჭრილობა წაქცევის შედეგად მიიღო.
მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.