საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია აამოქმედა, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცება, სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი საავტომობილო გზების მონაკვეთებზე.
საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, თელავის, გურჯაანისა და ყვარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის 6 სექცია ამოქმედდა:
1. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
2. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
3. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრამდე (სოფელი ველისციხე). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
4. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრიდან (სოფელი ველისციხე) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
5. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრიდან - თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
6. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიდან - თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1269 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.