27 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
დიეგო მარადონა მოკლეს? - გამოძიების ახალი დეტალები

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, შესაძლოა, ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა - "ინსაიდერი" გამოძიების სკანდალური დეტალების შესახებ წერს. 

დიეგო მარადონას შესაძლო მკვლელობის მუხლით ბრალდება 7 მედპერსონალს წარედგინა. სასამართლომ ეჭვმიტანილებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და პასპორტები ჩამოართვა. მათ ბრალი შესაძლო მკვლელობის მუხლით წარუდგინეს. 

ეჭვმიტანილთა სიაში არიან ნეიროქირურგი ​ლეოპოლდო ლუქი, რომელმაც მარადონას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარა და ფეხბურთელის ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი, ისინი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეებს 8-25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ლეგენდარული ფეხბურთელი გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე ფეხბურთელს ტვინის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

 

ავტორი : ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები