19 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ინდური შტამის წინააღმდეგ, ორივე დოზის მიღების შემდეგ, Pfizer და AstraZeneca ეფექტურია

BBC-ის ინფორმაციით, ინდური შტამის წინააღმდეგ, ორივე დოზის მიღების შემდეგ Pfizer-მა და AstraZeneca-მ ეფექტურობა აჩვენა.

გამოცემა "საზოგადოებრივი ჯანდაცვა-ინგლისის" კვლევას ეყრდნობა, კვლევის თანახმად, ორივე ვაქცინა ისევე იცავს ადამიანს სიმპტომური დაავადებისგან, როგორც - კორონავირუსის ბრიტანული შტამის შემთხვევაში.

Pfizer-ის ორივე დოზის მიღებიდან ორ კვირაში, ინდურ ვარიანტთან, 66%-იანი ეფექტი აჩვენა, ბრიტანულთან კი - 93%-იანი.

AstraZeneca 60%-ით ეფექტურია ინდური ვარიანტის მიმართ, ბრიტანულის მიმართ კი - 66%-ით.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 167 მილიონს გადააჭარბა.

ვითარება უმძიმესია ინდოეთში, სადაც მსოფლიოში დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ახალი ინფიცირების შემთხვევების ნახევარი მოდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები