04 მაისი 2024,   13:47
ვრცლად
მომაკვდინებელი შავი სოკო, რომელიც კორონავირუსის მქონე პაციენტებში ვრცელდება - არ გამორიცხავენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდოს

შავი სოკო, მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც კორონავირუსის მქონე პაციენტებში ვრცელდება - ინდოეთში დაავადება 9 ათასამდე მოქალაქეს დაუდგინდა.

ექიმების ინფორმაციით, შავი სოკოს გავრცელება კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესს უკავშირდება, რა დროსაც ექიმები სტეროიდებს იყენებენ.

დაავადება, განსაკუთრებით, რისკჯგუფებში ვრცელდება. შავი სოკოთი გარდაცვალების მაჩვენებელი კი 50 პროცენტია. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდოს.

შავი სოკო, იგივე მუკორომიკოზი იშვიათი ინფექციაა, ის წარმოქმნის ობს ზედაპირზე. სოკო ლორწოვან გარსზე ჩნდება და ორგანოებს შლის.

დღის ამბები