"ნაბეღლავის" ქარხნის ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კომპანია "წყალი მარგებელის" ქარხანა უკვე მეექვსე დღეა გაჩერებულია. კომპანიაში მომუშავეები ხელფასის მატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები დათმობას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.