19 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
საქართველოს სახმელეთო საზღვრები იხსნება - რომელი ქვეყნებიდან შეძლებენ სტუმრები ქვეყანაში შემოსვლას

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში სახმელეთო საზღვრები იხსნება. კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც საქართველო სტუმრებს მიიღებს. მოგზაურებს თან უნდა ქონდეთ ბოლო 72 საათი განმავლობაში ჩატარებული PCR- ტესტის უარყოფითი პასუხი. ლაბორატორიული კვლების მონაცემები საჭიროა ორჯერ აცრის შემთხვევაშიც. ვალდებულებაა საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში განმეორებითი ტესტირება, ასევე, აუცილებელია ჯანმრთელობის დაზღვევაც.

ამასთან, კვების ობიექტებისთვის საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგულაცია უქმდება. სარესტორნო ბიზნესს საშუალება ექნება სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ. 

კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებიდან ძალაში მხოლოდ რადენიმე რჩება - ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, მასშტაბური ღონისძიებების გამართვა და პირბადის გამოყენება. პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ აღსრულების მონიტორინგი მკაცრი იქნება.

დაწესებული ზომების შემსუბუქების მიზეზად ეპიდსიტუაციის სტაბილურობა დასახელდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, რაც საკოორდინაციო საბჭოსთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმის მოტივი გახდა.

მოქალაქეების დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარების მაჩვენებლებზეა დამოკიდებული საკოორდინაციო საბჭოს მომავალი გადაწყვეტილებები. თუ შემსუბუქება გაზრდის კორონავირუსის სტატისტიკას, ყველა შეზღუდვა თანმიმდევრულად ამოქმედდება.

დღის ამბები