19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
გაფიცულების მოთხოვნების განხილვას "ბორჯომის" ახალი დირექტორი ხვალიდან დაიწყებს - "ნაბეღლავში" კი გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა

პროტესტის მერვე დღეს კომპანია " ბორჯომის"დირექტორი შეიცვალა. ხვალიდან ის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდება და მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. კომპანიის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

ვითარება შეიცვალა კომპანია "ნაბეღლავში" დღეს კომპანიამ სოციალური ქსელით განაცხადა,რომ თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და ისინი სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან.

დღის ამბები