05 მაისი 2024,   20:51
ვრცლად
"ბორის ჯონსონმა თქვა, მირჩევნია კოშკებად შეგროვებული გვამები ვნახო, ვიდრე ლოკდაუნი გამოვაცხადოო" - პრემიერის ყოფილი თანაშემწის სკანდალური განცხადება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ყოფილი თანაშემწე ამტკიცებს, რომ მოისმინა, როგორ თქვა ბორის ჯონსონმა, ერჩივნა ენახა "კოშკებად შეგროვებული გვამები", ვიდრე COVID19-ის გამო ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაეკეტა.

დომინიკ კამინგსის განცხადებით, პრემიერმა ეს კომენტარი საკუთარ კაბინეტში, გასული წლის 31 ოქტომბერს გააკეთა.

გასულ თვეს ლეიბორისტების ლიდერთან დაპირისპირებისას ბორის ჯონსონმა მსგავსი განცხადების გაკეთება უარყო.

 წყარო: Independent

დღის ამბები