"ჯორჯიან თაიმსის" გენერალური დირექტორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 35 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე თბილისში აიყვანეს.
ბრალდებულმა 25 მაისს, თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციისას, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პაპუნა გულაშვილს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, გულაშვილმა სახის არეში დაზიანება მიიღო.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.