05 სექტემბერი 2026,   01:59
ვრცლად
ინდური შტამი საქართველოში - სპეციალისტების ვარაუდით ვირუსის ახალი ვერსიის გავრცელების არეალი ბევრად ფართოა

ინდური შტამის შემთხვევები საქართველოში იზრდება, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალ შტამზე მუშაობის გამოცდილება მედპერსონალს ჯერჯერობით არ აქვს. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ კორონავირუსის ახალი ვერსია ჩვეული შტამისგან დიდად არ განსხვავდება და მთავარი დაავადების მართვაა. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გავრცელების არეალი რეალურად უფრო ფართო იყოს, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს.

ინფექციონისტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ელზა ვაშაკიძის თქმით, ინდური შტამი განსხვავებული კლინიკური სიმპტომატიკით არ გამოირჩევა თუმცა აღნიშნავს, რომ ვირუსის ახალი მუტირებული ვერსია მსოფლიოს უკვე 60-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება, რაც მოწმობს რომ მისი გავრცელების მასშტაბები თანდათან ფართოვდება.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელიას განმარტებით, ინდურ შტამზე მუშაობის გამოცდილება ქართველ მედიკოსებს ჯერ არ აქვთ.

"ჩვენ გამოცდილება მასზე მუშაობის ჯერ არ გვაქვს ეს არის მხოლოდ ის ინფორმაციები რაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის, ინდოეთში ბევრი მიზეზის გამო რთულია მკურნალობა და ამიტომ ობიექტურად სიმძიმის განსაზღვრა რთულდება,"- განაცხადა დავით გადელიამ.

დღის ამბები