მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას იღუმენის ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა.
სალხინოს მამათა მონასტრის უკვე ყოფილ წინამძღვარს იღუმენ დანიელს მიტროპოლიტმა სტეფანემ ვადა 30 მაისამდე მისცა. მაღალი იერარქი მისგან სალხინოს მონასტრის ობიექტების გასაღებებს ითხოვდა. მღვდელი კი, უარს ამბობდა მოთხოვნის შესრულებაზე.
"განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს.
რაც შეეხება საეკლესიო ქონებას, მის აღწერას და გადმობარებას, რადგან ასე არ ინებეს, მაშინ აუდიტის საშუალებით მოხდება ეს. თუ დაიწყებენ წინააღმდეგობის გაწევას, მაშინ რეალურად დადგება საკითხი, რომ მართლა არსებობს კორუფციული ინტერესი მათი მხრიდან," - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.