06 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
რა უნდა აშენდეს დიდ დიღომში, საფეხბურთო მოედანი თუ სკვერი - ადგილობრივების ნაწილი სტადიონის აშენების წინააღმდეგია

რა უნდა აშენდეს დიდ დიღომში, საფეხბურთო მოედანი თუ სკვერი - თავდადებულის ქუჩაზე დღეს მოსახლეობის ის ნაწილი გამოვიდა, რომელიც სარეკრეაციო სივრცის მოწყობას უჭერს მხარს.

მათი განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია სტადიონს აშენებს, რაც მათთვის მიუღებელია, რადგან სურთ, რომ აქ დასასვენებელი სივრცე მოეწყოს.

ფედერაცია აქციას არ გამოხმაურებია. ამავე ქუჩის მოსახლეობის მეორე ნაწილი, რომელიც დღეს აქციაზე არ იყო, სტადიონის აშენებას უჭერს მხარს.

დღის ამბები