20 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
საქართველოში ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის შემთხვევა დადასტურდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

"გიდასტურებთ, რომ ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მას დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს და უკვე სრულად განკურნებულია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, სამხრეთაფრიკული შტამი ერთნაირად აზიანებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილ ადამიანებს. ის 50%-ით უფრო სწრფად გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები. თუმცა ეს შტამი არ იწვევს სიმძიმეს და სიკვდილიანობას. 

დღის ამბები